წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართი წარმოადგენს თქვენსა და შპს “ალიშოპს” შორის დადებულ სავალდებული ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ www.alishop.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათ დანართებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს www.alishop.ge ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძინოს პროდუქცია ან/და მიიღოს მომსახურება, ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ltd.alishop.ge@gmail.com
“ვებ-გვერდი” – ნიშნავს www.alishop.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;
“კომპანია “ – “ალიშოპ” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01011091432; ელ. ფოსტა: ltd.alishop.ge@gmail.com), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდი www.alishop.ge;
“მომხმარებელი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირდება www.alishop.ge -ზე და ვებ-გვერდის მეშვეობით სურს იყიდოს პროდუქტი ან/და მიიღოს მომსახურება;
“მხარეები” – ნიშნავს კომპანიას და მომხმარებელს;
“ანგარიში” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
“რეგისტრაცია” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით;
“ავტორიზაცია” – მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ქმედებას.
“საგარანტიო მომსახურება“ – ნიშნავს კომპანიის ან მისი კონტრაქტორის მიერ გაყიდვის შემდეგ დაზიანებული პროდუქტის უფასო და აუცილებელ შეკეთებას საგარანტიო ტალონში მითითებული წესების მიხედვით.
“პერსონალური მონაცემი” – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ;
განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.2 მომხმარებელი არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.
2.3 იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.4 მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.5 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.6 “AliShop” ხელშეკრულებას დებს ამ წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია “AliShop” მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა (რეგისტრაცია) და ავტორიზაცია
3.1 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების მიღების მიზნით, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე და შექმნას ანგარიში:
მომხმარებელი მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი,პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და ქვეყანა;
შეკვეთის გასაფორმებლად, რომ მომხმარებელი ეთანხმება ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა;
მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, რომ მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
3.2 მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნის (რეგისტრაცია) შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით.
მომსახურების სახეები
4.1 “ალიშოპ” ვებ-გვერდის მეშვეობით გთავაზობთ:
პროდუქტის დისტანციურად (ონლაინ) შეძენას ან /და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.
4.2 კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს ამ პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების გაწევა ნებისმიერი მიზეზით. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ პროდუქტის შესაძენად წინასწარ გადახდილი თანხა.
საგარანტიო პირობები
5.1 მხარეები თანხმდებიან, რომ მომხმარებლის მიერ შეძენილ კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები.
5.2 საგარანტიო პირობების არსებობისას, კლიენტის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება კომპანიას.
5.3 იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის გადაცემიდან 24საათის განვალობაში პროდუქტზე დადგინდება ქარხნული ხარვეზი (სერვისცენტრის დასკვნის საფუძველზე) და კომპანია ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის შეცვლას იგივე პროდუქტით, მაშინ მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა, ხოლო განვადების შემთხვევაში – განვადება გაუქმდება.
5.3.1 ნებმისერ სახის პროდუქტზე რომელსაც გააჩნია ბატარეა, ბატარეაზე ვრცელხდება 48საათი გარანტია
5.3.2 თუ ბატარეა არის წუნი მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის ჩაბარებიდან 48საათის განვალობაში აცნობოს კომპანია და მიიტანოს სერვის ცენტრი შესამოწმელად
5.4 პროდუქტის ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის მიღებისთანავე დაათვალიეროს და შეამოწმოს პროდუქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას ხილული დეფექტის (ნაკაწრი, ბზარი, დაზიანებული ყუთი და სხვა) არსებობის შესახებ.
5.5 მომხმარებლის მიერ პროდუქტის ონლაინ შეძენისას, თუ დაზიანებულია საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიის შეფუთვა (და არა პროდუქტის შეფუთვა), მაშინ მომხმარებელი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს პროდუქტი და ვალდებულია ამის თაობაზე მაშინვე აცნობოს კურიერს ან საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიას და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას: ltd.alishop.ge@gmail.com ან ტელ: +995 551 06 22 06.
5.6 მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქტის უკან დაბრუნება, თუ:
თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი პროდუქტისგან;
5.7 მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს:
პროდუქტის შეცვლა გადაცემიდან 24 საათის განვალობაში, თუ პროდუქტზე არის ვიზუალური ხარვეზი (ნაკაწრი, ბზარი და სხვა) ან დარღვეულია პროდუქტის სასაქონლო სახე; მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს პროდუქტის შეცვლა, თუ ნივთი გამოყენებულია.
პროდუქტის შეცვლა ხდება გადაცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თუ ფიქსირდება ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება ვიზუალური დეფექტი და პროგრამული ხარვეზი) და სერვის ცენტრი გასცემს წუნდებული პროდუქტის შეცვლის აქტს. ამ შემთხვევაში, შენარჩუნებული უნდა იყოს პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშე და პროდუქტი წარმოდგენილი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ყუთით;
პროდუქტის შეცვლა, თუ პროდუქტი ვერ შეკეთდა სერვის ცენტრში ჩაბარებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში. ნივთი შეიცვლება იდენტური მოწყობილობით. იმ შემთხვევაში, თუ შუძლებელია იდენტური მოწყობილობით ჩანაცვლება, კომპანიიის მხრიდან გაიცემა დაბრუნების მომენტში მოწყობილობაზე არსებული საბაზრო ფასის ნომინალის მქონე ვაუჩერი (არაუმეტეს გადახდილი თანხისა). ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია იგივე ან მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას (შესაბამისი თანხის დამატებით).
პროდუქტის უფასო და აუცილებელი შეკეთება განისაზღვრება საგარანტიო ტალონში მითითებულ ვადებში.
5.8 კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს საგარანტიო მომსახურება ან/და წუნდებული პროდუქტის შეცვლა, თუ:
გასულია პროდუქტის საგარანტიო მომსახურების/პროდუქტის შეცვლის ვადა;
არ არის წარმოდგენილი ან დაკარგულია საგარანტიო ტალონი;
საგარანტიო ტალონში პროდუქტის მონაცემები წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია;
პროდუქტის ყუთზე ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება სერიულოი ნომერი/იმეი კოდი;
დაზიანებული ან ამძვრალია პროდუქტზე არსებული პლომბი,ლუქი ან სტიკერი;
მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით;
დაზიანება გამოწვეულია სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულების შედეგად;
პროდუქტი დაზიანდა მომხმარებელზე გადაცემის შემდეგ;
პროდუქტი დაშლილია (გახსნილია) თვითნებული შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;
დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილების მიერ;
დაზიანება გამოწვეულია ბატარეაზე
დაზიანება გამოწვეულია პროდუქტის მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევის გამო;
დაზიანება გამწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმიას დანესტიანება, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის ან შენახვის წესებისა და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ არაკვალიფიციური სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
5.9 კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს საგარანტიო მომსახურება/პროდუქტის შეცვლა სხვა დამატებითი პირობების შემთხვევაში, თუ ეს მითითებულია საგარანტიო ტალონზე.
შეძენილი პროდუქტის მიმღები პირი
6.1 კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მომხამარებლის მიერ შეძენილი ნივთის მიმღები პირი შეიძლება იყოს როგორც თავად მომხმარებელი, ასევე მის მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი პირი.
7. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
7.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე – www.alishop.ge-ზე რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა
8.1 წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2 მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.
მოქმედების ვადა
9.1 წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.
დასკვნითი დებულებები
10.1 წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
10.2 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
10.3 “ალიშოპს” უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს www.alishop.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, www.alishop.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
10.4 ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი
“ალიშოპს” კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პრეამბულა
წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე, “ალიშოპ” არეგულირებს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს და უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, “ალიშოპ” გპირდებათ, რომ იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენებს მათ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვას.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები
1.1 წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ხართ თქვენ, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება შპს “ალიშოპს” ვებ-გვერდის მეშვეობით განახორციელოთ კომპანიის ვებ-გვერდზე www.alishop.ge განთავსებული პროდუქტის ონლაინ შეძენა ან/და მოითხოვოთ სხვა მომსახურების გაწევა.
1.2 თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის:
“ალიშოპ”
საიდენტიფიკაციო ნომერი: 01011091432
ვებგვერდი: www.alishop.ge
ელ. ფოსტა: ltd.alishop.ge@gmail.com
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
2.1 ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენს მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე www.alishop.ge პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში. თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტის, ასევე თქვენს მიერ ცალკეული საქონლის მახასიათებლების დათვალიერების შემთხვევებში, კომპანია “ალიშოპ“ არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
2.2 თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს თქვენთვის პროდუქტის მიწოდების და მიწოდების პრობლემების შემთხვევაში, ასევე თქვენი საჩივრებისა და თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის საგარანტიო პრეტენზიების დასამუშავებლად. გარდა ამისა, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მიაღწიეთ ონლაინ შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ ასაკს.
პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება
3.1 თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის მიზნით, შპს “ალიშოპ” ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.
3.2 “ალიშოპს” მიერ ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების დამუშავება. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან, მაგალითად, როგორიცაა ბარათითი გადახდა, ინერნეტ განვადება, საბანკო გადარიცხვა. აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.
პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა
4.1 ალიშოპს ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს “ალიშოპს” ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL, TNT და სხვა) ან სხვა შვილობილო კომპანიებისათვის, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა
5.1 თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება მხოლოდ თქვენს მიერ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში და მათი შენახვა ხდება იმ ვადით, რამდენადაც არსებობს რეგისტრირებული ანგარიში. თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება, როგორც კი გაუქმდება თქვენი ანგარიში. გარდა ამისა, მონაცემები წაიშლება, თუ თქვენ გააუქმებთ თქვენს მიერ გაცემულ თანხმობას პერსონალურ მონაცმეთა დამუშავებაზე ან თქვენ მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას და მონაცემთა “ალიშოპ” კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით არ საჭიროებს მონაცემთა შენახვას.
პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები
6.1 თქვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ:
ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე “ალიშოპს” უფლებამოსილი პირების შესახებ;
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;
ინფორმაცია თქვენი პერსონალურ მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შესახებ;
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თქვენს მიერ გაცემული თანხმობის გაუქმება;
არასწორი ან არასრულყოფილი პერსონალური მონაცემების განახლება და შესწორება;
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და განადგურება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში;
გასაჩივრების უფლება. “ალიშოპს” მიერ თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს ალიშოპს;
პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
7.1 “ალიშოპ” პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომები და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
პერსონალურმონაცემთადამუშავებისსაფუძველი
8.1 ალიშოპს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.
8.2 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ ხართ ვალდებული მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ თქვენ ვერ შესძლებთ ან სრული მოცულობით ვერ შესძლებთ ალიშოპს ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლიან შეძენას ან/და სხვა მომსახურების მიღებას.
პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
გავეცანი “შპს “ალიშოპს” კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს “ალიშოპმ” ვებ-გვერდის www.alishop.ge მეშვეობით დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები აღნიშნული პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
Termination
- Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Etiam quis diam erat. Duis velit lectus, posuere a blandit sit amet, tempor at lorem. Donec ultricies, lorem sed ultrices interdum.
- Leo metus luctus sem, vel vulputate diam ipsum sed lorem. Donec tempor arcu nisl, et molestie massa scelerisque ut. Nunc at rutrum leo. Mauris metus mauris, tristique quis sapien eu, rutrum vulputate enim.
- Mauris tempus erat laoreet turpis lobortis, eu tincidunt erat fermentum.
- Aliquam non tincidunt urna. Integer tincidunt nec nisl vitae ullamcorper. Proin sed ultrices erat. Praesent varius ultrices massa at faucibus.
- Aenean dignissim, orci sed faucibus pharetra, dui mi dignissim tortor, sit amet condimentum mi ligula sit amet augue.
- Pellentesque vitae eros eget enim mollis placerat.
Changes To This Agreement
We reserve the right, at our sole discretion, to modify or replace these Terms and Conditions by posting the updated terms on the Site. Your continued use of the Site after any such changes constitutes your acceptance of the new Terms and Conditions.
Contact Us
If you have any questions about this Agreement, please contact us filling this contact form